ფილმის მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

მისი ბავშვობის სიყვარულის და საცოლის სიკვდილით გაგიჟებული ლეგენდარული შოტლანდიელი მებრძოლი უილიამ უოლასი ადგილობრივი ინგლისელი ლორდის ჯარისკაცებს მუსრს გაავლებს. ეს სოფელს ამბოხებამდე მიიყვანს და საბოლოოდ მთელი ქვეყანა ინგლისური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდება.

ჯეკი – პოპულარული რადიო წამყვანია. მას იუმორის გრძნობა, სარკაზმი და პროფესიონალური ცინიზმი აქვს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიად მოტრიალდება: მისი ერთ-ერთი მუდმივი მსმენელი მიყვება მის ირონიულ რჩევას: შევა კაფეში და დატენილ იარაღს მთლიანად დაცლის. გაოგნებული ჯეკი სამუშაოს თავს ანებებს და სასმელს ეტანება... ამ მომენტში ის შეხვდება უსახლკარო მაწანწალა პერის, წარსულში ისტორიის პროფესორს, რომელიც მას საკუთარი ფანტაზიების საოცარ სამყაროში ჩაითრევს, სადაც დიდი ქალაქის მოწყენილ ქუჩებში შუასაუკუნეების რაინდები მოძრაობენ, ცათამბჯენები კი უმდიდრეს სასახლეებად იქცევა. ერთად ისინი წმინდა გრაალის საძებნელად მიემგზავრებიან მანჰეტენზე.

არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი –რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.

ჯეკი ლონდონელი განგსტერია.იგი ძმის დასაფლავებაზე ნიუკასლში მიემგზავრება. ჯეკი არ ენდობა თვითმკვლელობის ვერსიას და თავად იწყებს ძმის მკვლელის ძიებას.

ნიუ იორკი, 1933 წელი. ამბიციური კინო პროდიუსერი მის გუნდსა და დაქირავებული გემის ეკიპაჟს თავის ქალის საიდუმლო კუნძულზე გამგზავრებას აიძულებს, სადაც ისინი შეხვებიან კონგს, უზარმაზარ მაიმუნს, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ანა დაროუ იმწამსვე გონს დააკარგვინებს.

სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის ქვედანაყოფის კაპრალი, რომელიც ყოველდღიური არაადამიანური ვარჯიშისაგან ფანატიკოსად იქცა.ოცნებობს დაიჭიროს შპიონი, რომელიც სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს.ერთხელ ის დაუფიქრებლად მოკლავს სამოქალაქო პირს, რომელიც მეგობარ გოგონასთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა. მაშინ როდესაც გოგონა, რომლის თვალწინაც მოხდა მკვლელობა, გონებას კარგავს, ის იღებს სახელმწიფოსგან ჯილდოს სამხედრო ვალის კარგად შესრულებისთვის.კაპრალის ცნობიერება იცვლება და ის ყალიბდება მკვლელობის მანქანად და დიდ პრობლემად იქცევა მეგობრებისა და უფროსებისთვის.უამრავი გაუცნობიერებელი ინციდენტის შემდეგ მას უშვებენ სამსახურიდან, თუმცა ის იარაღის ჩაბარებაზე უარს ამბობს და იერიში მიაქვს ყოფილ თანამებრძოლებზე.ამ დროს გოგონა, რომლის შეყვარებულიც მოკლეს, საბოლოოდ ჭკუიდან იშლება და ყოფილი სამხედროს ტყვეობაში ხვდება.