განათლებული გოგოს ტრაგიკული ისტორია, ის ჩინელი ფეოდალის მეოთხე ცოლი გახდა 20–ან წლებში. ეს ისტორია მოგვითხრობს ტირანიის ცბიერი მექანიზმის და ფილოსოფიის შესახებ, რომელიც სუფთა ჩინური ტრადიციების ფარგლებს სცილდება.

ტედ კრამერი კარიერისტია, მისთვის სამსახური ოჯახზე მეტს ნიშნავს. მის ცოლს, ჯოანას ამის ატანა აღარ შეუძლია და ქმრის მიტოვებას გადაწყვეტს. ტედი იძულებულია ოჯახზე და პატარა შვილზე, ბილიზე იზრუნოს. როცა ტედი ახალ პასუხისმგებლობას შეეგუება, ჯოანა კვლავ გამოჩნდება შვილის დასაბრუნებლად. თუმცა ტედი არ დათმობს ბილის და ცოლ-ქმარი სასამართლოს მიმართავს შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად.

დამწყებ ჟურნალისტ ისმაილს უყვარს ქერა ლამაზმანი ჟული, მეგობრობს მის დასთან და სადილად დადის მის მშობლებთან. საღამოობით ისმაილს და ჟულის შავგრემანი ელისი სტუმრობს და მათ სარეცელს იზიარებს.

უდედოდ გაზრდილი ორი დისთვის ერთმანეთი აღარ არსებობს.