ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს.
რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.
როდესაც იგი იგებს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, ძალაუფლების მოყვარული, წიგნის რედაქტორი მარგარეტ ტეიტი, მის ასისტენტ ენდრიუ პექსტონს მასზე დაქორწინებას აიძულებს.
ფილმში მოთხრობილია ამერიკელი რადიკალი ჟურნალისტის, ჯონ რიდის ისტორია, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს. რიდმა გაიცნო ლუიზა ბრაიანტი, გათხოვილი ქალი, რომელმაც შეძლებული ოჯახი მიატოვა მის გამო და რადიკალი ფემინსტი გახდა. ისინი 1917 წელს რუსეთში ჩავიდნენ, საკუთარი თვალით ნახეს რევოლუცია და შემდეგ აშშ-ში დაბრუნდნენ რათა იქაც მოეხდიანთ რევოლუცია.