ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან.

პროვინციულ ქალაქში იეღოვას მოწმეთა თემს ექსტრემისტული ჯგუფი დაესხმება თავს. იანა, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა, ამ კონფლიქტის შუაგულში აღმოჩნდება და მისი ნაცნობი სამყარო ნელნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ, რაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს.