ფილმს საფუძვლად უდევს ანი პოუქსის მოთხრობა, ორი შეყვარებული კოვბოის და მათი ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე ცხვრების ფარის სამწყემსად მიდიან, სადაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმის მოქმედება 1963-1981 წლებში ვითარდება. (ფილმი სამი ოსკარის მფლობელია)
ერთადერთი შვილის დაღუპვის შემდეგ მარტოხელა დედა ბარსელონაში მიემგზავრება, რათა მოძებნოს ბავშვის მამა, რომელმაც არაფერი იცოდა მისი არსებობის შესახებ.
ორმა მთავარმა გმირმა, საიდმა და ხალედმა, თვითმკვლელობით ტერაქტი უნდა ჩაიდინონ ტელ–ავივში. ჩვენ გავხდებით ახალგაზრდა კამიკაძეების ბოლო სიცოცხლის დღის თვითმხილველები... ერთერთი მათგანი შეხვდება ქალს, რომელიც მას არა მარტო სიყვარულს, არამედ ბრძოლის ალტერნატიულ გზასაც შესთავაზებს. ის – პალესტინელი ლიდერის ქალიშვილია და დიდი ხანია მიხვდა ამ ბრძოლის ნიუანსებს... თუმცა უკვე გვიანია... მებრძოლები მზად არიან ოპერაციის შესასრულებლად.
ახალგაზრდა და სიმპათიური აქსელი თავის შეყვარებულ დორასთან ერთად რესტორანში მუშაობს. ის უბრალოდ უიღბლოა, როცა მას სხვა ქალთან პოულობს. ერთხელ ქუჩაში ნივთებით, ის თანახმაა დარჩეს ნორბერტთან, მისი მეგობრის ვალტერის ჰომოსექსუალ მეგობართან, რომელიც ასევე აქსელს ძალიან მიმზიდველად თვლის. დააბრუნებს დორა აქსელს თუ ნორბერტთან დარჩება?..