ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.

„დღის ბოლოს“ - სიყვარულის ისტორიაა. ისეთი სიყვარულის, რომელზეც არც კი ლაპარაკობენ. ფილმის გმირებს დრო არ აქვთ სიყვარულისთვის, რადგან ისინი მოსამსახურეები არიან. სადღაც ომი მძვინვარებს, აქ კი, ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდებათ.

დაქირავებული მკვლელი "ელ მარიაჩი" საერთაშორისო ჯაშუშურ სქემაში ჩართული აღმოჩნდება,რომელშიც კორუმპირებული მექსიკელი გენერალი მონაწილეობს.