"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

პირველ მსოფლიო ომამდე პარიზში ორი მეგობარი ცხოვრობდა - ავსტრიელი ჟიული და ფრანგი ჯიმი. ერთ დღეს მათ მუზეუმში უძველესი ქანდაკება ნახეს და შეუყვარდათ იგი. მალე მათ ცხოვრებაში გაჩნდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა ქანდაკებას და მოხიბლა ორივე.

დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?

შონ ბეიტმენი საკუთარ თავს უფლებას აძლევს მხოლოდ წარმავალ ურთიერთობებს, თვლის, რომ მას მხოლოდ ერთი გოგონა უყვარს. პოლ დანტინი არის ინტელექტუალური და ცინიკური ახალგაზრდა ლიბერტინელი, რომელიც ფიქრობს, რომ შეყვარებულია შონზე. ლორენ ჰაინდ - ინსტიტუტის უკანასკნელი ქალწული, ვიქტორზე ოცნებობს. ახალგაზრდა სტუდენტები ადვილად არღვევენ წესებს, მაგრამ მათ ისტორიებს ბედნიერი დასასრული არ აქვს.