ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.

მოქმედება ხდება კანადის ერთ-ერთ სოფელში. ახალგაზრდა კოპირაიტერი ტომი ჩამოდის აქ თავისი შეყვარებულის გიომას დაკრძალვაზე, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა. აქ იგი გაიცნობს აგატას, გიომას დედას, რომელსაც აქამდე არ შეხვედრია. როგორც აღმოჩნდა აგატამ არ იცოდა, რომ მისი შვილი გეი იყო და ტომი უყვარდა. ფრცისი, გიომის ძმა, ყველანაირად ცდილობს დააჯეროს აგატა, რომ აწ გარდაცვლილი ყურებამდე შეყვარებული იყო არაჩვეულებრივ გოგოზე და სულ მალე უნდა ექორწინათ. ტომის უწევს მხარი აუბას ძმას და დაადასტუროს ტყუილი.

მას შემდეგ, რაც კომისარი ლეგიონის ორდენს იღებს ფანტომასის ლიკვიდაციისთვის, ის კვლავაც ჩნდება და იტაცებს პროფესორ მარშანს, რათა მისგან სასტიკი იარაღის საიდუმლო გაიგოს. მაგრამ ამ იარაღის დამონტაჟება მეორე მეცნიერის - პროფესორ ლოფერის გარეშე შეუძლებელია. კომისარი ჟუვი იყენებს თავის წარმოუდგენელ გამოგონებებს, რათა დაიცვას პროფესორი, რომელსაც საფრთხე ელოდება.

ამჯერად ცნობილი ფრანგი პოლიციელი - კომისარი ჟუვი ფანტომასს ძველებურ შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეში ებრძვის.

როდესაც ყოფილი მძარცველი- მაკდუგალი (მაკი) უძვირფასესი ნახატის მოპარვაშია ეჭვმიტანილი,სადაზღვევო გამომძიებელი ვირჯინია (ჯინ) ბეიკერი მახეს დააგებს,რომ ეჭვმიტანილი გამოიჭიროს.თუმცა ჯინი სულაც არ არის ის, ვინც ერთი შეხედვით სჩანს. მალე ის და მაკი საუკუნის ძარცვას ერთად დაგეგმავენ.

კარლ პიტერსონის საუკეთესო მეგობარი რენდი დიუპრე სამსახურს დაკარგავს, რის შემდეგაც მთელ დროს ახალდაქორწინებულ წყვილთან სახლში ატარებს და სამუდამოდ ჩაუსახლდება მათ. მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ატარებს იგი პატარძალთან, მოლისთან, კარლი მით უფრო რწმუნდება რომ მისი საუკეთესო მეგობარი მათი სახლიდან სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.