კოსმოსური ხომალდი, რომელზეც 5000 მძინარე მგზავრია მიემართება პლანეტისაკენ, რომელიც მათი ახალი სახლი უნდა გახდეს. მაგრამ სისტემის ხარვეზის გამო, ერთი მგზავრი პლანეტამდე მისვლამდე 90 წლით ადრე გაიღვიძებს. იგი მიხვდება, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხომალდზე მარტო ყოფნა მოუწევს, ამიტომ იგი მეორე მგზავრსაც აღვიძებს.

სანამ ზოუი მის იდეალურ მამაკაცს ეძებს იგი გადაწყვეტს რომ ჯერ ბავშვი გააჩინოს. მაგრამ იმავე დღეს როდესაც ის ხელოვნურ განაყოფიერებას გაიკეთებს, იგი სტენს შეხვდება, რომელიც სწორედ იმ ადამიანს ჰგავს,რომელსაც იგი მთელი ცხოვრება ელოდებოდა. ახლა ზოუიმ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააერთიანოს მისი ორი ოცნება.