ნაინა კაპურისთვის ზამთარი გრძელდება. ზამთარი მის გულშია, რადგან მამის გარდაცვალების დღიდან მთელი მისი ცხოვრება ემორჩილებოდა ოჯახში ურთიერთობების გაუთავებელ დემონსტრირებას. დასთან და ძმაზე ზრუნვა, ჯენიფერის დედის დახმარება, ბებიის გაუსაძლისი ხასიათი - ასეთია მისი ცხოვრება. წვეულებები, გართობა და ხუმრობები მას გვერდს უვლის. 23 წლისაა, მაგრამ გულის სიღრმეში უკვე ბებიაა – სერიოზული და მოსაწყენი.

სურათი პაკისტანის ციხეში მყოფი წვერიანი ვირ პრატან სინგჰას ჩვენებით იწყება. მას პატიმრობის მანძილზე არც ერთი სიტყვა არ უთქვია! რა მიზეზით არის ის ჩუმად?

სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.

საიუველიროს გაძარცვა ადვილი საქმე არაა. ნადავალის გაყოფა კი კიდევ უფრო ძნელია ! როცა არამზადების ხელში ვარდება სამკაულები მეგობრებს შორის დამოკიდებულება იცვლება.

ამ ისტორიის გმირები თანამედროვე ინდოეთის "მაღალი საშუალო კლასის" წარმომადგენლები არიან. პენჯაბის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ჩვეულებრივ მოვლენად გახდა დასავლური სტილის და ძველებური ტრადიციების გადაკვეთა. 24 წლის ადიტის ქორწილში ჩამოდიან მისი ნათესავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ჩამოაქვთ განსხვავებული აზრები ცხოვრებაზე.

მამაცი ფილეას ფოგი და მისი მსახური პასპარტუ მიემგაზვრებიან მოგზაურობაში მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ისინი მოინახულებენ მსოფლიოს ყველაზე საოცარ ქალაქს, გადალახავენ ოკეანეებს, მთებს და უდაბნოებს. მთელი გზის მანძილზე მათ უკან დასდევს ინგლისელი დეტექტივი ფიქსი. ფილმი ჟიულ ვერნის ცნობილი ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.

ტედი არის მომხიბვლელი დამნაშავე ნიუ-იორკიდან, რომელსაც მოულოდნელად პრობლემების ზღვა აწყდება. ის დარწმუნებულია, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ავსტრალიაში გაქცევაა. და მართლაც, ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც წარმოუდგენელი თავგადასავალი. მაგრამ, როგორც ჩანს, წარსულში დარჩენილი უსიამოვნებები დიდ უბედურებად იქცევა, როგორც კი ის გზად მომხიბვლელ მაცდუნებელ ენჯის შეხვდება.

სამი ახალგაზრდა ბაკალავრი - არუში, ტანმეი და ალი, ან უბრალოდ ალ - უდარდელად ცხოვრობენ სიდნეიში. მათ დიდი ხანია დაკარგეს რომანსების რაოდენობა და არ სჯერათ სიყვარულის ან ნამდვილი სიყვარულის. მაგრამ მოულოდნელი მოვლენა ანგრევს მათ ჩვეულ ცხოვრების წესს - ერთ დილას თავიანთი სახლის ზღურბლზე პოულობენ კალათას მომხიბვლელ რვა თვის ბავშვთან ერთად...

ფილმი მოგვითხრობს ჩულბულ პანდეს შესახებ, რომელიც ლალგანჯაში პოლიციის უფროსია, უშიშარი, მაგრამ ცოტათი კორუმპირებული პოლიციელი, რომელიც რაღაც დონეზე რობინ ჰუდსაც წააგავს. ასე, იგი თავს ესხმის დამნაშავეებს, რომლებმაც ბანკი გაძარცვეს, და ფულს მთლიანად დედას აძლევს.