ტომ რიპლი ცდილობს მეგობარი დაარწმუნოს დაბრუნდეს სახლში, დაანებოს თავი მოგზაურობას და ფულის ხარჯვას. ტომის ოცნებაა ჰქონდეს ბევრი ფული და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სიმდიდრისგან გაზულუქებული მეგობრისგან თავგაბეზრებული ტომი გადაწყვეტს მოიცილოს ის თავიდან. მას გადაწყვეტილი აქვს თავად დაეპატრონოს ყველაფერს რაც მეგობარს ეკუთვნის.

ახალგაზრდა, წარმატებულმა ფოტოგრაფმა თავისი სასიკვდილო ავადმყოფობის შესახებ შეიტყო... ეს გარემოება აიძულებს თავის განვლილ ცხოვრებას გადახედოს... ურთიერთობას საყვარელთან, დასთან, მშობლებთან.

საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ გარეტ ბლეიკი გადაწყვიტავს იახტა ააგოს და მარტომ შეცუროს ზღვაში. ის მარტოსული და უბედურია.მისთვის ცხოვრება საყვარელი ქალის დაკარგვასთან ერთად დასრულდა და ჰგონია, რომ აღარასოდეს შეუყვარდება. ამ დროს "ჩიკაგო ტრიბუნი"–ს რედაქტორი ტერეზა ოზბორნი, ოკეანის პირას ბოთლში ნაპოვნი წერილის ისტორიის გასაშიფრად, მივლინებაში მიემგზავრება. ამ წერილის ავტორი კი თავად გარეტ ბლეიკია. ტერეზა გარეტთან მიდის, ვიზიტის მიზეზს კი ასაიდუმლოებს.