საზღვაო ქვეითი კორპუსის ელიტარული ნაწილების დატოვების შემდეგ, ლუ ენ ჯონსონი თავისთვის უცნაურ პროფესიას ირჩევს: რკინის ლედი ხდება კოლეჯის ინგლისურის მასწავლებელი. მაგრამ სამხედრო სამსახურის უნარები მაშინვე გამოადგა მისთვის ახალ სფეროში. ბოლოს და ბოლოს, კლასი, რომელშიც ლუ-ენი შევიდა, დიდად არ განსხვავდებოდა ბრძოლის ველისგან და სტუდენტები ძალიან ჰგავდნენ ავაზაკებს. სპეციალური დანიშნულების მასწავლებელს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა შეტევაზე წასვლისა.
ჯონი თრულავს უხეშობა უყვარს. იგი მნიშვნელოვანი ფიგურის შვილია და ნარკოტიკებით ვაჭრობს. როდესაც ჯეიკ მაზურსკი მას ვალს ვერ უხდის, მაზურსკების ოჯახისთვის ცუდი დრო დგება, რადგან ჯონი და მისი ბანდა ჯეკის 15 წლის ძმას მოიტაცებენ და დატყვევებული ჰყავთ. პრობლემა ახლა ის არის, რა უყონ "მოტაცებულ ბიჭს".