ფილმი დიდებული ჩაპლინის ლონდონურ ცხოვრებას ადრეული ბავშვობიდან აღწერს. მუშაობა, კომუნისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით მისი შვეიცარიაში იძულებითი გამგზავრება, ჰოლივუდში ტრიუმფალური დაბრუნება და დიდებული "ოსკარი" – ფილმში ქრონოლოგიურად ენაცვლება ერთმანეთს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრების ამსახველი კადრები.
1991 წლის თებერვალი. მსოფლიო თვალს ადევნებს ომს სპარსეთის ყურეში. პოლკოვნიკი სერლინგი, სატანკო ქვედანაყოფის უფროსი, საშინელ შეცდომას დაუშვებს ღამის შეტევის დროს, რის შედეგადაც დაიღუპებიან ამერიკელი სამხედროები. უფროსობა გადაწყვეტს ეს საქმე არ გაახმაუროს და გააგზავნის სერლინგს სამუშაოდ პენტაგონში. მას დაავალებენ კაპიტან კარენ უოლდენის გადამოწმებას. გამოძიების დროს ის უამრავ ფაქტს აღმოაჩენს, რომლის გამოაშკარავება აშშ–ის სამხედრო ხელმძღვანელობის ინტერესებში არ შედიოდა .
ის პროფესიონალია. მისთვის არაფერს ნიშნას კბილები ჩამოუყაროს, ხელი გაუტეხოს, თვალი ამოუღოს და დაახრჩოს ბორდელის მკვიდრს. როდესაც მას ავალებენ გატაცებული გავლენიანი პოლიტიკოსის პოვას, ის იწყებს დიდი სიამოვნებით თავისი საყვარელი სადისტური მეთოდების გამოყენებას, მხოლოდ იმისათვის, რომ პასუხი მიიღოს კითხვაზე - სად არის გოგო?