რუსეთის, ჩინეთის და ჩრ. კორეის საზღვარი. ვალებით დამძიმებული და სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები კაცი თანხმდება გახდეს დაქირავებული მკვლელი. ეს - მისი უკანასკნელი შანსია ოჯახის უზრუნველსაყოფად. მან ცოტა რამ თუ იცის მოსალოდნელი მსხვერპლის შესახებ. მაგრამ ამავე დროს არც წარმოდგენა აქვს როგორ ორჭოფულ მდგომარობაში ჩავარდება მალე.

ისტორია მამაკაცის შესახებ, რომელიც კომიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი პიროვნება სხვამ მიითვისა. საკუთარ ცოლსაც კი არ სჯერა მისი. ის ცდილობს, უცნობი ტაქსის მძღოლი ქალის დახმარებით, დაამტკიცოს საკუთარი ვინაობა.