ციხის ბანაკებიდან გაქცეულ პატიმართა რაოდენობამ, მათ შორის მოკავშირეთა შედარებით მცირე რიცხვმა, ნაცისტების რისხვა გამოიწვია. ისინი ომის დასრულებამდე გაძლიერებული დაცვის ბანაკებში გადაიყვანეს. პატიმრების გაბედული ჩანაფიქრი, წარმოადგენს გაქცევის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მცდელობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
ფილმი მოგვითხრობს არმიის ქვედანაყოფის ცხოვრების რამდენიმე თვეზე, მათ შორის ამ დანაყოფის მონაწილეობაზე მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გადამწყვეტ და რთულ ოპერაციაში - ბრძოლა გუადალკანალისთვის. იაპონელებთან ბრძოლით გამოფიტული საზღვაო ნაწილების დასახმარებლად ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცები იგზავნება.
20 წლის ავტომექანიკოსს შეუყვარდება 17 წლის ჟენევიევა, რომელიც დედას ეხმარება ქოლგების მაღაზიაში. შეყვარებულები თავს ბედნიერად გრძნობენ, სანამ გაის ალჟირში არ წაიყვანენ ჯარში.
1429 წელს მოზარდი გოგონა ფრანგული სოფლიდან მეფის წინაშე ღმერთისგან გადმოცემული შეტყობინების გადასაცემად წარსდგა, რის თანახმადაც იგი დაამარცხებდა მსოფლიოში უდიდეს ჯარს და გაათავისუფლებდა მის ქვეყანას პოლიტიკური და რელიგიური ანარქიისგან. ჟანა ამ მისიას თვალნათლივ ასრულებს და დაუჯერებელი წარმატებით იგებს ყველა ბრძოლას, იქამდე სანამ საბოლოოდ წამებით სიკვდილის განაჩენს გამოუტანენ.