ფილმის მოვლენები ბრუკლინის გარეუბანში ვითარდება. თინეიჯერი ფრენკი გარბის მეგობრებთან იმ დამთრგუნველი ატმოსფეროდან, რომელიც მის ოჯახში სუფევს. თავისი სექსუალური იდენტობის დალაგების მცდელობისას ფრენკი იწყებს ხანდაზმულ მამაკაცებთან შეხვედრას. პარალელურად ახალგაზრდა გოგონასთან აწყობს ურთიერთობას. ფრენკი იკვლევს საკუთარ თავს და მის სურვილებს, რათა გაიგოს, რა იზიდავს მას უფრო მეტად. თუმცა, ცოდნის ამ გზას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

ახალბედა პროდიუსერ მეტსა და მებრძოლ კრეიგს შორის შემთხვევითი შეხვედრა მოულოდნელ გაგრძელებას იღებს. თუმცა, გზა ერთმანეთისკენ, ჩვეულებისამებრ, ადვილი არ არის: ისინი ძალიან განსხვავებულები არიან, ეს ბიჭები: კომუნიკაბელური და ძალიან თავისუფლები სექსში და ურთიერთობებში მეთი და "გაწურული" პროვინციელი კრეიგი.