როდესაც იგი იგებს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, ძალაუფლების მოყვარული, წიგნის რედაქტორი მარგარეტ ტეიტი, მის ასისტენტ ენდრიუ პექსტონს მასზე დაქორწინებას აიძულებს.

ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!

დენი და უილერი იმ კომპანიას წარმოადგენენ, რომელიც ენერგეტიკული სასმელებით ვაჭრობს. უილერი ყველაფერზე ხალისობს, დენის კი აღარაფერი ახარებს, ყველაფერთან ერთად მას შეყვარებული გოგონა ტოვებს. ერთხელაც ისინი მეპატრონის სატვირთო მანქანას გადააყირავებენ და სასამართლოში აღმოჩნდებიან. საბოლოოდ მათ შეუმსუბუქებენ სასჯელს და ბავშვების აღსაზრდელ პროგრამაში ჩართავენ. დენი და უილერი ერთ დღეში ხვდებიან, რომ ციხეში ჩაჯდომა ჯობდა.

ლეგენდარული ვოკალისტები ლუისი და ფლოიდი, რომლებიც თითქმის ოცი წელი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, გადაწყვეტენ გამართონ ერთობლივი კონცერტი. კონცერტი, რომელიც მათი ჯგუფის დაღუპული ლიდერის ხსოვნას მიეძღვნება. მშვენიერი კლეო კი, რომელიც ფლოიდის შვილი ჰგონიათ, მათთან ერთად მოგზაურობს.