ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან.

მალვაში მყოფი ბორნი კვლავ გამოჰყავს ასპარეზზე ჟურნალისტ საიმონ როსს, რომელიც თავის საგაზეთო სატატიებში ცდილობს ფარდა ახადოს ოპერაცია ბლექბრაიერს, ტრედსტოუნის პროექტის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია მას მოგონებებს აღუძრავს და იმ დროს, როდესაც კომპანია ცდილობს ბორნის განადგურებას, მისი ბნელი წარსული საბოლოოდ გაცხადდება.

ჯონათან კუპერი პანიკაშია – მისმა ბედია, თეატრალური პრიმა შარლოტა ინვუდი აღიარა ქმრის მკვლელობაში და ახლა მას ალიბი სჭირდება. მის სახლში ძარცვის დადგმის მცდელობისას, თავად კუპერი ეჭვქვეშ ექცევა და პოლიციისგან მიმალული, ევა გილის მანქანაში აღმოჩნდება. მასზე ფარულად შეყვარებული ევა გადაწყვეტს დაეხმაროს მას და ამავდროულად მიიყვანოს შარლოტა სუფთა წყალში. ევა, დარწმუნებულია, რომ ჯონათანი უდანაშაულოა და რომ შარლოტა მის დადგმას აპირებს, მზადაა შეიჭრას პრიმადონას სახლში და შეაგროვოს საჭირო მტკიცებულებები მის წინააღმდეგ...

შერონ სტოუნი - სექსუალური ლამაზმანის როლში მეი საბედისწერო წარსულით. მან დაიფიცა შურისძიება განგსტერებზე, რომლებმაც მოკლეს მისი მშობლები და უკვე აირჩია მათთან გამკლავების გზა და იპოვა ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს: გარეგნულად შეუპოვარი CIA-ს დანგრევის ყოფილი ექსპერტი რეი. მაიამი, კურორტი სუპერ მდიდრებისთვის, იქცევა ნადირობის ტერიტორიად, სადაც მეი იზიდავს და აცდუნებს მკვლელებს, რეი კი მათ ოსტატურად აფეთქებს და ფერფლად აქცევს.