არმანის და ალბერტს მიაჩნიათ, რომ იდეალური ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ საკუთარი ღამის ბარი აქვთ მაიამის ცენტრში. მაგრამ მათ სიმშვიდეს მოულოდნელად დაარღვევს არმანის შვილის დაბრუნება, რომელიც ულტრაკონსერვატიული სენატორის კილის ქალიშვილის ცოლად შერთვას აპირებს. ამასთანავე სენატორი ცოლთან ერთად მოემართება სტუმრად მომავალი სიძის ოჯახის გასაცნობად. შეძლებენ არმანი და ალბერტი მათ მოტყუებას? კონსერვატორს საოცარი წარმოდგენა ელის.

უიღბლო ფრანსუას სამსახურიდან დათხოვნას უპირებენ, მაგრამ საზრიანი მეზობლის იდეამ გაამართლა.მან თავი ჰომოსექსუალად გაასაღა.

შირინისათვის იდეალური სპარსული ოჯახის წევრობა საკმაოდ რთულია:მშობლებმა არაფერი იციან სიყვარულზე შვილის თავისუფალი შეხედულებების შესახებ, მეგობარს კი არ ესმის თუ რატომ ვერ ეუბნება ის მათ ამას. ძმის ირანელ გოგოზე დანიშვნის შემდეგ, შირინი შეწინააღმდეგებას იწყებს.

როგორც ჩანს, დეზიდრია საკმაოდ მოძველებული გოგონაა. ის რომანტიულია, მიმნდობია, ყოველთვის ცდილობს საუკეთესოს გაკეთებას, მაშინაც კი, როცა შეყვარებული ტოვებს მას უსახსროდ და გულს ტკენს. მაგრამ ეს არ აშინებს დესიდერიას, მას სრულიად განსხვავებული პრობლემა აქვს: უფალმა შეცდომით ჩადო მისი ნაზი ქალი სული უხეშ მამრობით სხეულში. ერთ დღეს, მორიგი დარბევის დროს, პოლიციელი პასკუალე ცნობს თავის ძველ სკოლის მეგობარს დომენიკოს გრძელფეხება შავგვრემან ლამაზმანში...