ახალგაზრდა განგსტერი როჟე სარტე გაქცევას ახერხებს, როდესაც ის სასამართლოს დარბაზიდან ციხეში გადაჰყავთ. სიცილიური კლანის მეთაურის, ვიტორიო მანალეზეს დახმარებით, ყველაფერი კარგად წარიმართება. როჟე მას მსხვილი ძარცვის განსახორციელებლად სჭირდება. კლანი რომში, საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ძვირფასეულობების გატაცებას გეგმავს.

ეს ისტორია გვიყვება ბენჯამინ ბატონზე, ადამიანზე, რომელიც დაბადებიდან გაახალგაზრდავებას იწყებს და ამასთან დაკავშრებულ უცნაურ შედეგებზე.

ნაინა კაპურისთვის ზამთარი გრძელდება. ზამთარი მის გულშია, რადგან მამის გარდაცვალების დღიდან მთელი მისი ცხოვრება ემორჩილებოდა ოჯახში ურთიერთობების გაუთავებელ დემონსტრირებას. დასთან და ძმაზე ზრუნვა, ჯენიფერის დედის დახმარება, ბებიის გაუსაძლისი ხასიათი - ასეთია მისი ცხოვრება. წვეულებები, გართობა და ხუმრობები მას გვერდს უვლის. 23 წლისაა, მაგრამ გულის სიღრმეში უკვე ბებიაა – სერიოზული და მოსაწყენი.

ფრედი ჰეფლინი ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო პოლიციით. ნაწილობრივი სიყრუის გამო პოლიციელი ვერასოდეს გამხდარიყო. თუმცა, მისი დამთმობი და ღია ბუნების გამო, ის ხდება შერიფი ნიუ-ჯერსის გარეუბანში, ნიუ-იორკის მახლობლად და ცხოვრობს ქალაქში, სადაც ძირითადად დასახლებულია მისი კოლეგები ნიუ-იორკის პოლიციისგან. მაფიის პოლიციელების გამოძიების ძაფები მო ტილდენს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელს, ქალაქში და შერიფ ფრედი ჰეფლინთან მიჰყავს. ჰეფლინი იწყებს ტილდენის დახმარებას და მალევე აღმოაჩენს, რომ მისი გმირები შეიძლება არც ისე უტყუარი იყვნენ.

ახალგაზრდა ქალი,რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ, ცდილობს გამოჯანმრთელდეს და შური იძიოს

ნიუ-იორკელი მწერალი, რომელიც ჟურნალში სექსის და სიყვარულის შესახებ სტატიებს წერს, საბოლოოდ მისი ოცნების მამაკაცს მისტერ ბიგს მიყვება ცოლად. მისი სამი განუყრელი მეგობრიდან ერთერთი, მისდაუნებურად "მისტერ ბიგ"-ს ქორწილის დღეს ქერის მიტოვებისკენ უბიძგებს.

1984 წლის ზაფხული. ერიკ ჰანტერი, რომელიც ახლახან შევიდა სკოლის ბოლო კლასში, იწყებს საკუთარი თავისთვის ახალი სამყაროს შესწავლას. მას უხერხულია მისი მიზიდულობა ბიჭების მიმართ, მაგრამ გრძნობს, რომ მალე რაღაც უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში...

ფრენკი მაკგუაირი არის ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ყველაზე საშინელი ტერორისტი. ამერიკაში იარაღის შესაძენად ჩასვლისას ის თავშესაფარს პოულობს ნიუ-იორკელი პოლიციელის, ტომ ო'მეარას სახლში, რომელმაც არაფერი იცის თავისი სტუმრის ვინაობისა და რეალური ცხოვრების შესახებ. ყველაფერი ირკვევა, როდესაც ტომის ოჯახს ფრენკის ტერორისტები დაუპირისპირდებიან. პოლიციელისა და ახალგაზრდა ფხიზლის პრინციპები ერთმანეთს ეჯახება. მთავარ გმირებს შორის ბრძოლა იწვევს მოულოდნელ დაპირისპირებას.