ახალგაზრდა, წარმატებულმა ფოტოგრაფმა თავისი სასიკვდილო ავადმყოფობის შესახებ შეიტყო... ეს გარემოება აიძულებს თავის განვლილ ცხოვრებას გადახედოს... ურთიერთობას საყვარელთან, დასთან, მშობლებთან.

როდესაც გალდენების ოჯახში სიღარიბე ისადგურებს, კეტრინი და ჯორჯი დახმარებას ერთადერთ ქალიშვილს, ელენს (ნიუ-იორკის პრესტიჟული ჟურნალის ამბიციური ჟურნალისტი) სთხოვენ. ქალიშვილი მსხვერპლად კარიერას სწირავს და მშობლებთან, ავადმყოფი დედის მოსავლელად მიემგზავრება. ამ პერიოდში ელენს ახალი სამყაროს შესაცნობად და მასში ადგილის დასამკვიდრებლად, გრძელი და რთული გზის გავლა უწევს.