მხატვრულად დანახული ბეთჰოვენის სიცოცხლის ბოლო დღეები, როდესაც ის მუშაობდა მეცხრე სიმფონიაზე. 1824 წელი ბეთჰოვენი მუშაობს თავის ახალ სიმფონიაზე, უკვე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც უკანასკნელი წარმატებული ნაწარმოები შექმნა. კომპოზიტორს სასწრაფოდ ესაჭიროება გადამწერი.

წყვილი ნიკოლ და ჟან-მარი ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ. ისინი ფლობენ ქიმწმენდას და მრავალი წლის განმავლობაში არიან ჩაძირულნი თავიანთი ოჯახური ბიზნესის ზრუნვაში. თავისუფლების, ბედნიერების, სიხარულის სურვილებს სამუშაო დილიდან საღამომდე თრგუნავს. შემთხვევითი შეხვედრა სტუმრად მყოფ კომიკოსებთან, რომლებიც ადგილობრივ კაბარეში ორაზროვან ნომრებს ასრულებენ, მათ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. სრულიად განსხვავებული სამყარო მათთვის მიმზიდველად გამოიყურება. ისინი ემორჩილებიან ცნობისმოყვარეობას და იწყება თამაში, რომელსაც მივყავართ ტრაგედიამდე.