წარმოიდგინეთ - თქვენ უწევთ ვინმეს მნიშვნელოვან მომსახურებას და სთხოვთ ამ ადამიანს მადლობა გადაუხადოს არა თქვენ, არამედ სხვა სამ ადამიანს, რომლებიც, თავის მხრივ, მადლობას გადაუხდიან კიდევ სამს და ასე შემდეგ, ავრცელებენ სითბოს და სიკეთეს მთელ მსოფლიოში. რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ასეთი გულწრფელი იდეა? მეშვიდე კლასის მოსწავლემ ტრევორ მაკკინიმ გადაწყვიტა გამოეცადა ეს სიკეთის ჯაჭვის დაწყებით.

ორლანდო იმდენად ლამაზი და ჭკვიანია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება. სიკვდილის შემდეგ დედოფალი, სასახლეს, სიმდიდრეს და მიწებს უტოვებს. ორლანდო კი, არ ბერდება. მხოლოდ პერიოდულად ძილს მიეცემა ხოლმე, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე ისევ და ისევ გრძელდება, უკვე 400 წელია. და ერთ-ერთი მორიგი "ძილის" შემდეგ. ის ქალად გადაიქცევა.