კომედიური ჟანრის ფილმში ნაჩვენებია არანორმალური, შუა საუკუნეების რაინდისა (ჟან რენო) და მისი ერთგული მსახურის დროში მოგზაურობა. მოხუცი ჯადოქარი მათ მეთორმეტე საუკუნიდან თანამედროვე დროში ამოგზაურებს. ვიზიტორებს თანამეროვეობის უცნაური წესების შეგუება უჭირთ. სამუდამოდ აქ რომ არ დარჩნენ და წარსული დაიბრუნონ, ყოფილ სასახლეზე და ახლა უკვე ფეშენებელურ სასტუმროზე სრულმასშტაბიან თავდასხმას იწყებენ.

ლენი და ამანდა ზრუნავენ ნაშვილებ მაქსზე, რომელიც ძალიან ჭკვიანი მოზარდია. ლენი გადაწყვეტს მოძებნოს მაქსის ნამდვილი მშობლები, რადგან თვლის რომ ისინიც ძალიან კარგები უნდა იყვნენ. თუმცა მას მოლოდინი უცრუვდება, როცა იპოვის ლინდას, მაქსის დედას, რომელიც პორნო ვარსკვლავია.

წყნარი და მორიდებული მამაკაცი მონსტრ ქალზეა დანიშნული. მოულოდნელად ის თავის ნამდვილ სიყვარულს იპოვნის და ყველანაირად ცდილობს გამონახოს გზა,რომ მასთან ერთად იყოს.