ლუდოვიკი პატარა ბიჭია, რომელიც კაბებს იცვამს და გოგონასავით იქცევა, საუბრობს გათხოვებაზე მის მეზობელ ბიჭზე და ვერ ხვდება რატომ აოცებს მისი საქციელი სხვებს. მისი საქციელი პრობლემებს მოასწავებს მისთვის და მისი ოჯახისათვის.

ქალაქ ტინენში, (ლუიზიანა) "შავი სერჟანტი" მოკლული იპოვნეს ადგილობრივ სამხედრო ბაზაში. შავკანიანი სამხედრო ადვოკატი, ვაშინგტონიდან გამოძიებაზე გააგზავნეს. კაპიტანმა დევენპორტმა უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ გაარკვიოს თუ ვინ მოკლა სერჟანტი უოტერსი სინამდვილეში.

ფილმი ევრიპიდეს მედეას მიხედვითაა გადაღებული. მედეა იგებს რომ მისი პოზიცია ბერძნულ სამყაროში საფრთხის ქვეშაა და სამაგიეროს უხდის ქმარს - იასონს, იმის გამო რომ სხვა ქალთან უღალატა.

დრამატურგ ნილ საიმონის მიერ დაწერილი ოთხი ნოველა ბევერლი ჰილზის სასტუმროს ნომრის სტუმრების შესახებ. ჩონსი და უილიამსი ყოველთვის წინააღმდეგობაში არიან თავიანთ ცოლებთან. ჰანა უორენი ყოფილ ქმართან და ქალიშვილთან ერთად აგვარებს საქმეს.