1986 წელს კორეაში ორი ქალი იქნა მოკლული ერთი და იმავე მეთოდით. დეტექტივი დუ მან პაკი და მისი დამხმარე იონ გუ ჩჟუ ყველანაირად ცდილობენ გამოიძიონ მკვლელობის იდუმალი გარემოებები.
ტელევიქტორინა არის ამერიკული დრამატული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს,1950 წელს ტელეშოუ "21" მომხდარ სკანდალზე. გურბერტ სტემპლი - სუპერმოთამაშეა ცნობილ შოუში "21", რომელსაც დიდი ფულის მოგების ყველა შანსი გააჩნია. მილიონობით მაყურებელი მოუთმენლად ელოდება ფინალს. მაგრამ მოულოდნელად ეკრანზე ახალი მონაწილე გამოჩნდება.შოუ გრძელდება, ფსონები იზრდება, და ამ მომენტში სტემპლი ბრუნდება. ამჯერად მას მთავარი პრიზი არ სჭირდება. ყოფილი ფავორიტი აპირებს გამოაშკარაოს გრანდიოზული თაღლითობა და მაყურებელს ნამდვილი მოთამაშეები წარუდგინოს, ისინი ვინც მთელი ამ დროის მანძილზე კადრს მიღმა იყვნენ.
ანტუან ფიშერი - კომპანია "სონი პიქჩერსის" მცველია, რომელმაც სახელი გაითქვა, იმით რომ ცნობილი სცენარისტი გახდა. მაგრამ ადრე ის მეზღვაური იყო, რომელიც ჩამოწერეს თავისი აგრესიული მოქცევის გამო. აქ ფიშერი გადაწყვეტს მკვეთრად შეცვალოის თავისი ცხოვრება და მშობლები იპოვოს, რომლებმაც ის ჯერ კიდევ პატარაობაში მიატოვეს. მაგრამ ძიების დროს ის ნელ-ნელა ხვდება, რომ ცხოვრება იცვლება, და სამწუხაროს არც ისე საუკეთესოდ.
ახალგაზრდა ინგლისელმა ჟურნალისტმა ჯორჯ ჰოგტმა და ავსტრალიელმა მედდამ ლი პირსონმა, იაპონელების ჩინეთში შემოჭრის დროს, ობლად დარჩენილი ბავშვები სიკვდილისგან უნდა იხსნან. მათ 60 ბავშვი, ლიუ პან შანის მთების გავლით, უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ.