ჯამბაზი რაჯუ ასრულებს ბოლო წარმოდგენას, რადგან მას გარდაუვალი სიკვდილის წინასწარმეტყველება აქვს. სპექტაკლზე იწვევს ყველას, ვინც მისთვის ძვირფასი იყო, ვინც ოდესღაც უყვარდა. ჩვენს წინაშე გადის მთელი მისი ცხოვრება: ჯამბაზის ცხოვრება - კაცი, რომელიც ცეკვავს და მღერის.

ორი მარტოსული ადამიანის სიყვარულის ისტორია. გოგონა , რომელსაც უნდოდა გადამხტარიყო ხიდიდან სენაში და არც ისე ახალგაზრდა დანების მსროლელი მამაკაცი, რომელსაც თავისი წარმოდგენისათვის სჭირდებოდა ასისტენტი ქალი. ისინი როცა ერთად არიან მათ ყველაფერი კარგად გამოსდით, დაშორდებიან რა ერთმანეთს და უკვე აღარაფერი გამოსდით.