ფილმის მოქმედება სარაევოში, არეულ დროს ხდება - ტიტოს და სტალინის განხეთქილების შემდეგ. ყოფილ პარტიზანებს, რომელთაც კომუნისტური წარსულის სჯერათ, სტალინიზმში სდებენ ბრალს და ბანაკებში აგზავნიან. ეს ყველაფერი 6 წლის მალიკის თვალით არის დანახული. სწორედ მისი საკმაოდ მახვილგონივრული კომენტარები სძენს ფილმს ტრაგიკომედიის ტონს.