ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

სექსუალური მანჰეტენის მკვიდრი ეშლი ცნობილია, როგორც ყველაზე იღბლიანი გოგონა ამ მხარეში. თუმცა, ერთ დამარცხებულთან შემთხვევით კოცნის შემდეგ, ეშლი ხვდება, რომ იღბალმა ზურგი აქცია და იმ ბიჭისკენ გაცურა. და ახლა როგორ შეუძლია ცნობილ დამარცხებულს დაუბრუნოს თავისი "იღბლიანი კოცნა"?

მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ.