მაგალი 45 წლის დაქვრივებული მეღვინეა. მას შემდეგ, რაც მისი შვილები გაიზარდნენ და სახლიდან წავიდნენ, ქალი მარტო დარჩა. იზაბელი მაგალის საუკეთესო დაქალია, რომელიც გადაწყვიტავს მას მეორე ნახევარი უპოვნოს და მეგობრისგან საიდუმლოდ ადგილობროვ გაზეთში განცხადებას აქვეყნებს. გამოჩნდება მშვენიერი კანდიდატი სახელად ჟერარდი.

ისტორია ამერიკელი სკოლის მოსწავლე ტოდ ბოუდენის საყვარელი საგანია. შიშითა და კანკალით ის ფურცლავს სისხლიანი წარსულის ანალებს და უსახელო მსხვერპლთა სახეებს უყურებს. მოულოდნელად ბიჭი აღმოაჩენს, რომ მისი მეზობელი სასტიკი ნაცისტური დამნაშავეა, რომელმაც მოახერხა სამართლიანობისგან თავის დაღწევა. დუმილის სანაცვლოდ მოზარდი მოითხოვს, რომ მოხუცმა გაამხილოს მისთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბნელი გვერდის ბოროტი საიდუმლოებები. სანამ მისი თანატოლები სწავლობენ ფიზიკასა და მათემატიკას, ტოდი სწავლობს საშინელ მეცნიერებას, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან - ბოროტების მეცნიერებას. მისი მეზობელი კარგი მასწავლებელი გამოდის. წყნარ, შეშინებულ მოხუცში ისევ იღვიძებს საკონცენტრაციო ბანაკის სისხლიანი მცველი კურტ დუსანდერი.