თხეგიკი - კორეის ნაციონალური დროშის სახელია. ფილმის ერთ-ერთი გმირის დავალებაა ამ დროშის პეკტუსანის მთაზე აღმართვა, კორეის ომის დროს, კომუნიზმზე გამარჯვების ნიშნად. ეს ფილმი არის ორ ძმაზე, რომლებიც ტრაგიკულმა გარემოებამ ერთმანეთს გაჰყარა.

საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე კორეა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეად დაიყო. 1950 წელს კორეაში ომი დაიწყო, რომელიც 1953 წელს სოფელ პანმუნჟომში დადებული ხელშეკრულებით დასრულდა. სოფლიდან ორ კილომეტრში სამხრეთითაც და ჩრდილოეთითაც იყო დემილიტარიზაციის ზომა , სადაც ომი აღარ მიმდინარეობდა. 50 წლის შემდეგ სწორედ ამ ზომაში სამხრეთელსა და ჩრდილოელს შორის შეტაკება მოხდა. სიტუაციაში გასარკვევად იძახებენ ნეიტრალური ზონის წარმომადგენლებს.