ზაკი იძულებულია ხელოვნების სკოლაზე ოცნებას თავი დაანებოს, მუშაობს, რათა იზრუნოს და-ძმაზე. კითხვები მის ცხოვრებაზე, ის ხატავს...მისი მეგობარია გაბი, როცა გაბის უფროსი ძმა ბრუნდება სახლში ზაფხულში, ზაკი აღმოაჩენს , რომ იგი იძირება ურთიერთობაში, რომელსაც არ მოელოდა.

მდიდარ ბიზნესმენს და მის მეუღლეს ორი ვაჟი ჰყავთ - ნაშვილები რაჰული და მშობლიური როჰანი. რაჰული უმეგობრდება მასზე შეყვარებულ ნაინას და მამა მათ დაქორწინებას სთავაზობს. მაგრამ რაჰული ხვდება ღარიბ უბანში მცხოვრებ ლამაზ გოგონას ანჯალის და შეუყვარდება იგი. მიუხედავად მამისთვის მიცემული დაპირებისა, რომ გოგონას მიატოვებდა, რაჰული ფარულად ქორწინდება მასზე, რაც მამის გაბრაზებასა და ლანძღვას იწვევს. რაჰული ტოვებს სახლს და მიდის ლონდონში. 10 წელი გადის. ზრდასრული როჰანი, რომელიც სასწაულებრივად გადაიქცა უხერხული მსუქანი კაციდან და ღორღიდან სპორტსმენად და ლამაზ კაცად, გაიგებს მამასა და ძმას შორის კონფლიქტის შესახებ და პირობას დებს, რომ ძმას ოჯახში დააბრუნებს.

ცნობილი პროფესორი ჰენრი ჰიგინსი თავის მეგობართან ერთად დებს ფსონს, რომ შეუძლია ასწავლოს გაუნათლებელ ქუჩის ყვავილების გოგონას ელიზას სწორი მეტყველება და მაღალი საზოგადოების მანერები და გადასცეს იგი ნამდვილ ქალბატონად.

გულის ამაყუჩებელი ისტორია ორი გოგონასი, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას წარმოადგენენ. ისინი ერთმანეთს კალიფორნიაში სანაპიროზე გაიცნობენ, თუმცა ბედისწერა მათ მეგობრობას ტრაგიკულ დასასრულს უმზადებს. მდიდარი ჰილარი იღუპება განუკურნებელი დაავადებით, ხოლო ნაკლებად შეძლებული და უიღბლო სისი თავის თავზე იღებს ჰილარის პატარა გოგონას აღზრდას.

სენატორობის კანდიდატს სასტუმროს დამლაგებელი შეუყვარდება,როცა მას მდიდარი ქალბატონის კაბაში გამოწყობილს იხილავს.

რომანტიული დრამა, რომელიც 1930 წელს ინგლისში, პარიზსა და ესპანეთში ვითარდება. ჯილდა ბესი პარიზში, ირლანდიელ სკოლის მასწავლებელთან გაი მალიონთან და ესპანეთიდან ლტოლვილ მიასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც ომის პერიოდი დგება მას ეს არ ანაღვლებს, იგი ფოტოგრაფის კარიერას მიყვება. გაი და მია კი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტენ, რის გამოც ეს სამი მეგობარი ერთმანეთს დაშორდება.