გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.
ქალაქთან ახლოს არის ადგილი, სადაც ქალაქში მცხოვრები ადამიანი, ადვილად შეიძლება დაიკარგოს. აქ, მიტოვებულ სახლში, ბოროტებას სძინავს, რომელიც მოთბინებით ელის მორიგ მსხვერპლს.