ჰენრი ჰილი დამწყები განგსტერია, რომელიც ორ მასზე უფრო ამბიციურ განგსტერთან, ჯიმი კონვეისა და ტომი დე ვიტოსთან ერთად ყაჩაღობაში მონაწილეობს. ჰენრის ამ ორმა პარტნიორმა ყველა ამ საქმეში მონაწილე დახოცა და ნელნელა მაფიის იერარქიულ კიბეზე აღმასვლა დაიწყო. გახდება თუ არა ჰენრი მათი დაცემის მიზეზი?
გაყრილი შუახნის ნიუ-იორკელი მამაკაცი სკოლის მოსწავლესთან აბამს რომანს.
პუ-ის დრამატული ისტორია, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი,დიდი ქვეყნის უკანასკნელი იმპერატორის ისტორია.გარე სამყაროდან იზოლირებული, ის მუდამ მიისწრაფოდა დახურული ქალაქიდან. მას მთელი გზის გავლა მოუწია მწვერვალიდან უფსკრულამდე.
ახალგაზრდა მარტოხელა დედა სრულიად მოულოდნელად სახლში დაბრუნებული ხვდება რომ მისი ვაჟი სახლში ა რმოსულა სკოლიდან, ის ცდილობს იპოვოს შვილი და არ კარგავს იმედს.
1959 წელს ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად კიტი და მისი არასრულწლოვანი შეყვარებული ჰოლი გაიქცნენ ჰოლის მამის მკვლელობის შემდეგ, რომელმაც აუკრძალა მათ შეხვედრა. მონტანას უდაბნოში მიმავალი წყვილი გზად ცივსისხლიანი მკვლელობების სერიას ჩაიდენს.
1863 წელი. ფილმში სჩანს, რომ ამსტერდამ ველონი ახლანდელი მანჰეტენის ახლომდებარე უბანში ბრუნდება, რომ შური იძიოს ბანდის ფსიქოპატ მეთაურ ბილი ყასაბზე, რომელმაც დიდი ხნის წინ მამამისი მოკლა. მის მხარეზე ქურდების დაჯგუფების მთელი ჯარია. ველონი იბრძვის შურისძიებისა და მშვიდობის აღსადგენად.
რონ კოვიჩის ბიოგრაფიული ამბავი. ვიეტნამის ომში პარალიზებული, ის ომის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტი გახდა რადგან იგრძნო,რომ ქვეყანამ რომლისთვისაც იგი იბრძოდა - უღალატა.
რეიფ მაკკოულისა და დენი უოკერის დიდი ხნის მეგობრობა სერიოზულ გამოცდას გადის, როცა ეს ორი უმაღლესი კლასის მფრინავი და საზღვაო ექთანი ეველინ ჯონსონი სასიყვარულო სამკუთხედში ხვდებიან. მაგრამ ეს დაპირისპირება მეტოქეებად ქცეულ მეგობრებს შორის უმალ წყდება, როდესაც ისინი 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორში იაპონელების დამანგრეველი შეტევის შუაგულში აღმოჩნდებიან.