მოხუცი კაცი, რომელმაც შეიტყო მისი გარდაუვალი სიკვდილის შესახებ, რომელმაც შეიტყო მისი საყვარელი ადამიანების გულგრილობა, რომელმაც შეიტყო, რომ მისი ცხოვრება უშედეგოდ იყო გატარებული, გადაწყვეტს, რომ სათამაშო მოედანი უკაცრიელ უდაბნოში არის ის, რასაც დატოვებს. თავის შემდეგ ამ სამყაროში. სუსტი მომაკვდავი მოხუცი, მორჩილი უსიტყვო მოხელე მებრძოლი გახდა. ან ჯიუტად დაჟინებით, მოთხოვნით, ან მათხოვრობით და დამცირებით, ის გადის ბიუროკრატიული ჯოჯოხეთის ყველა წრეს. ის აგროვებს ხელმოწერებს, დადგენილებებს, ბეჭდებს. ის არ ემორჩილება ზემდგომების ბრაზს, კოლეგების დაცინვას და ბანდიტების მუქარას.
სიუჟეტი ვითარდება შანხაიში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს მისტერ იის თავდავიწყებით შეუყვერდა თავისი ახალგაზრდა ცოლის დაქალი. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი სულ სხვა ადამიანია!
აგატა კრისტის რომანის ერთერთი პირველი ეკრანიზაცია საუკეთესო კინოვარსკვლავების მონაწილეობოთ. მოქმედება ხდება 30-იან წლებში. ერკიულ პუარო და ყველა ეჭვმიტანილი, მატარებელში იმყოფება. მაყურებელი, გამომძიებელთან ერთად არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.
ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ.