სატელევიზიო პროდიუსერი მაქს პენი, რომელიც თავისი საკაბელო არხისთვის, ახალ და ორიგინალურ პორნოგრაფიას ეძებს შემთხვევით ნახულობს "ვიდეოდრომს". აქ ხდება გადაცემის ტრანსლირება სექსის და მკვლელობების შესახებ, რომლის მრავალჯერადი ყურება არამარტო ფსიქიკის, არამედ ადამიანის სხეულის გახრწნასაც იწვევს.

ფილმის გმირმა ახალი ვირტუალური თამაში გამოიგონა: ადამიანის სხეულს უერთდება სპეციალური ბიოდრაივერი, რომელიც გონებასთანაა დაკავშირებული და თამაში, რომელშიც ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ფაქტიურად არ არსებობს, მთლიანად მოთამაშეთა წარმოსახვაზეა დამოკიდებული.