თავის ტრამვის შემდეგ ლეონარდ შელბის დროებით მეხსირებაა აქვს დაკარგული. ის მისი მეუღლის მკვლელს ეძებს. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის პოლაროიდით ადამიანებს და ადგილებს ფოტოებს უღებს და საკუთარ სხეულზე სვირინგსაც კი გაიკეთებს, რომ მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვროს.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ყველაზე აღიარებული ფილმი. რეჟისორ სტენლი კუბრიკს გადავყავართ მომავალში, კოსმოსური ხომალდის ბორტზე, რომელსაც თითქოსდა სანდო კომპიუტერი "ჰალი" მართავს.

პარიზის ლუვრში კურატორის - ჟაკ სონიერის ცხედარია ნაპოვნი. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობის მიუხედავად, სონიერმა მოახერხა წარწერების გაკეთება, რომელშიც ითხოვდა პროფესორ რობერტ ლენგდონთან დაკავშირებას. გამომძიებელს კი, მასზე აქვს ეჭვი. სხვა აზრი აქვს სონიერის შვილიშვილს - სოფი ნევეს, რომელიც ლენგდონს გაქცევაში ეხმარება, რის შემდეგაც ორივეს პოლიცია ეძებს.

ერთი ამერიკული ოჯახის თვალით დანახული არაორდინალური ბრძოლა კაცობრიობის მომავლისათვის.rn რეი ფერიე ცოლს გაშორებული ექიმი და არც თუ ისე იდეალური მამაა. ყოფილი მეუღლე მას შვილებს, რობისა და რეიჩელს დაუტოვებს.ამ დროს, უცნაური და ძალიან ძლიერი ქარიშხალი ამოვარდება.