კოსმოსური ხომალდი, რომელზეც 5000 მძინარე მგზავრია მიემართება პლანეტისაკენ, რომელიც მათი ახალი სახლი უნდა გახდეს. მაგრამ სისტემის ხარვეზის გამო, ერთი მგზავრი პლანეტამდე მისვლამდე 90 წლით ადრე გაიღვიძებს. იგი მიხვდება, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხომალდზე მარტო ყოფნა მოუწევს, ამიტომ იგი მეორე მგზავრსაც აღვიძებს.

ჩინეთი სამთავროებადაა დაყოფილი, რომლებიც გამუდმებით ომებს აწარმოებენ ერთმანეთთან. მათ შორის ყველაზე ძლიერია ცინი, რომელმაც ერთი-მეორის მიყოლებით სამთავროების დაპყრობა დაიწყო. ლიანის და ვეის სამთავროთა შორის გაჩაღებულ სასტიკ ბრძოლაში მხოლოდ ორი მეომარი გადარჩა - ვეის ჯარის ახალგაზრდა მხედართმთავარი და მისი მოწინააღმდეგე, უბრალო ჯარისკაცი, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად უნდა ომი. მხედართმთავარი ჯარისკაცის ტყვეობაში აღმოჩნდა.

სტიქიური უბედურებების უპრეცენდენტო სერიის შემდეგ, მსოფლიო ლიდერები გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ ორბიტალური თანამგზავრები ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ რაღაც არასწორად მოხდა და სისტემა, რომელიც დედამიწის დასაცავად შექმნეს , ახლა მასვე უქმნის საფრთხეს.

ჩიკაგოში არსებული დასახლების ათწლიანი ოკუპაციის შემდეგ, საზოგადოების ნაწილი მშვიდობას ირჩევს, ნაწილი კი თავისუფლებისთვის ბრძოლას. კონფლიქტის ორივე მხარეში არსებობენ კოლაბორატორები და დისიდენტები