ახალგაზრდა მეგობრების ჯგუფი ჯარში მიდის და თავგადასავალის ნაცვლად, ვიეტნამის ომის ჯოჯოხეთში ხვდებიან. ომში წასვლამდე სტივენი თავის ორსულ მეგობარ გოგონაზე დაქორწინდება, რომელზეც მაიკლი და ნიკიც არიან შეყვარებულნი, მაგრამ სამივე მათგანი ომიდან შეცვლილი ბრუნდება.

1942 წელს 16 წლის ფრიდრიხ ვეიმერი იღებს შეთავაზებას გახდეს ნაციონალურ-პოლიტიკური აკადემიის (ნაპოლა)მოსწავლე. აკადემია ნაცისტური ელიტის სავანე. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად ფრიდრიხი რეგისტრირდება აკადემიაში, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ იგი ხდება დაცინვის, სიკვდილის და ნაცისტური კოდექსის თვითმხილველი. მისი მეგობრობა ალბრეხტთან, რომელიც გუბერნატორის შვილია გადამწყვეტია მის განათლებაში.

ფედერალური ბიუროს აგენტი, როი კლეიტონი, აღმოაჩენს, რომ გამოძიების ყველა ძაფს ერთ ადამიანთან მიჰყავს, სპეცოპარაციების განყოფილების ოფიცერ - სამირ ჰორნისთან, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან აქვს კავშირი.

ლამაზმანი ლორა ბერნი, ქმრის მარტინის ეჭვიანობისგან და აგრესიულობისგან სიგიჟის ზღვრამდეა მისული. მან არ იცის როგორ გაექცეს ქორწინებას, რომელიც მისთვის წამებად იქცა. ის სარისკო ინტრიგას გეგმაქვს... გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი სიკვდილი გაითამაშოს...