მოსკოვი, 1950-იანი წლები. სამი ახალგაზრდა პროვინციელი ქალი ჩადის მოსკოვში იმის საძიებლად, რასაც ეძებს ხალხი მსოფლიოს ყველა დედაქალაქში - სიყვარულს, ბედნიერებას და კეთილდღეობას. ანტონინა დაქორწინდება, ზრდის შვილებს, უყვარს ქმარი. მოსკოვი ლუდმილას ეჩვენება, როგორც ლატარია, რომელშიც მან განსაკუთრებული ბედნიერება უნდა მოიგოს. კატერინას სასოწარკვეთილი შეუყვარდება, მაგრამ რჩეული ტოვებს მას. თუმცა არ ნებდება, ქალიშვილს მარტო ზრდის და ბრწყინვალე კარიერის გაკეთებასაც ახერხებს. 40 წლის ასაკში ბედი მას მოულოდნელ შეხვედრას აძლევს.

ფილმში მოთხრობილია ამერიკელი რადიკალი ჟურნალისტის, ჯონ რიდის ისტორია, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს. რიდმა გაიცნო ლუიზა ბრაიანტი, გათხოვილი ქალი, რომელმაც შეძლებული ოჯახი მიატოვა მის გამო და რადიკალი ფემინსტი გახდა. ისინი 1917 წელს რუსეთში ჩავიდნენ, საკუთარი თვალით ნახეს რევოლუცია და შემდეგ აშშ-ში დაბრუნდნენ რათა იქაც მოეხდიანთ რევოლუცია.