ფილმი მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის ლეგენდარულ გმირზე – ინგლისელ ჯაშუშზე თ.ე. ლოურენსზე, რომელიც არაბთა ტომებში მოქმედებდა და ითავა მათი ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ. ფილმი თომას ედვარდ ლოურენსის ავტობიოგრაფიის მიხედვითა გადაღებული.

სიურეალისტური შავი კომედია პოსტ-აპოკალიფსური საზოგადოების შესახებ, სადაც საჭმელი იმდენად იშვიათი და ძვირფასი რამ გახდა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყეს.

თავისუფლების ახალი განზომილება, სადაც სიკვდილიც კი არ არის ჯერ გამოგონილი... ორი მეგობარი უდაბნოში განმარტოვდა... ეს თამაშია... ბრძოლა გადარჩენისათვის... დასაწყისში ისინი სიძნელეებს იუმორით უყურებენ, შემდეგ კი მათი განწყობა იცვლება. მათ ესმით, რომ შეიძლება ვერასოდეს დააღწიონ თავი ამ გრანდიოზული სილამაზის ხაფანგიდან.