დამამთავრებელი კლასის მოსწავლე დაიანა კურტი ლამაზი და ჭკვიანი გოგოა. მამა მასზე დიდი იმედებს ამყარებს და მის გაგაზავნას აპირებს ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად. მაგრამ გეგმებს დაიანას კლასელი შლის, რომელიც მიზნად დაისახავს ყველაზე გამორჩეული გოგონას გულის მოგებას...

თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

”ბუმში” მომხდარი მოვლენების მერე ორი წელი გავიდა. ვიკი გაუფორმებენლი მოზარდისგან მომხიბვლავ გოგონად გადაიქცა. ის უკვეთხუთმეტი წლისაა. და, როგორც ხშირად ხდება ამ ასაკში, ის დარწმუნებულია, რომ ცხოვრება უკვე გავლილია აქვს. მაგრამ უცებ - მატარებელში ვშემთხვევითი შემთხვევის მერე ცისფერთვალება ქერა ბიჭთან და ახლად შეყვარებულ, ახლად ცხოვრების გემოს მიმხვდარ გოგონას მოუწევს უამრავი მღელვარების გადატანა. ვიკის ტემპერამენტული მშობლები ისევ ვერ ისვენებენ, თვითონაც და ირგვლივ მყოფებსაც აფორიაქებენ და, რა თქმა უნდა, ყბელაზე მოხდენილად გამოიყურება ვიკის დიდი ბებია პუპეტა.

მე-19-ე საუკუნის ბოლო. მას შემდეგ, რაც ულმობელი ყაჩაღი ბარონი უკანონოდ ართმევს ყველაფერს რაც მათთვის ძვირფასია, იდეალისტი გლეხი ქალი და დახვეწილი მდიდარი ქალბატონი იწყებენ სამართლიანობის ძიებას,შურისძიებას და წარმატებულ ძარცვას.

ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული.