ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.

თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

უდედოდ გაზრდილი ორი დისთვის ერთმანეთი აღარ არსებობს.