პატარა დენიზის დედა მშობიარობისას გარდაიცვალა 1980 წლის სექტემბერში, როდესაც თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ახლა კი, შვიდი წლის შემდეგ, ბიჭი მამასთან ერთად მიდის საკუთარი ბაბუის გლეხის ფერმაში, რომელიც არასოდეს უნახავს. ამის მიზეზი მამასა და ბაბუას შორის ჩხუბია. პრობლემურ დროს ჰუსეინ ეფენდიმ თავისი ვაჟი სადიკ დიდ ქალაქში გაგზავნა სასწავლებლად და ის, როგორც იმ პერიოდის ბევრი ახალგაზრდა, ჩაერთო პოლიტიკურ მოვლენებში, რამაც მამის რისხვა გამოიწვია.
ალისა მთელი ცხოვრება მომღერლობაზე ოცნებობდა. სამწუხაროდ ზოგჯერ ოცნებები ოცნებებად რჩება. იგი გაიზარდა, გათხოვდა და ვაჟი ეყოლა.36 წლის ასაკში ქმარი დაეღუპა და უსახსროდ დარჩა 12 წლის შვილთან ერთად. მან ახალგაზრდობის გახსენება გადაწყვიტა და გაემგზავრა მონტერეიში. იქნებ ალისას ბედმა გაუღიმოს.