პატარა სოფელ იდჰარში ცხოვრობს ახალგაზრდა კაცი, სახელად გურუკანტი, რომელიც ოცნებობს დიდებისა და სიმდიდრის მწვერვალზე ყოფნაზე. თავისი ამბიციით ამოძრავებული ახალგაზრდა ცოლთან და სიძესთან ერთად ქალაქში მიდის სანუკვარი ოცნების ასასრულებლად. მალე ირკვევა, რომ ბიზნეს სამყარო არის დახურული საზოგადოება, რომელსაც მართავს რამდენიმე მდიდარი და ძლიერი ადამიანი და ისინი არ მოითმენენ ახალბედა შემოჭრას. დაბრკოლებების მიუხედავად, გურუ აარსებს სავაჭრო კომპანიას და იწყებს წარმატების კიბეზე ასვლას. გზად გურუ ხვდება გამომცემელ მანიკ ნანაჯს, რომელიც მას შვილად იღებს, ეხმარება და სჯერა მისი წარმატების.

ბედმა კამილა ტალანტით, ჭკუით, სილამაზით და ნაზი სულით დააჯილდოვა. 19 წლის ასაკში ის დიდი ოგიუსტ როდენის მოსწავლე და შეყვარებული გახდა.

შოტლანდიის მთები 1700იანი წლები, რობ როი ცდილობს მართოს პატარა ქალაქი და ადგილობრივი დიდებულისგან იღებს სესხს, რათა მსხვილფეხა პირუტყვი შეიძინოს. როდესაც რობს ფულს მოპარავენ, ის იძულებული ხდება რობინ ჰუდივით იცხოვროს, რათა დაიცვას საკუთარი ოჯახი და სახელი.