1964 წელს დაწერილი იგივე სახელწოდების რომანის ადაპტაცია. ფილმი ჯორჯ ფელკონერის (კოლინ ფერტი) ცხოვრებიდან ერთ დღეს აღწერს. იგი კოლეჯის პროფესორია, რომელსაც ცოტა ხნის წინ საყვარელი მოუკვდა, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ტრამვამ ჯორჯი სასოწარკვეთილბაში ჩააგდო და ახლა მისი ახლო მეგობარი ჩარლისგან (ჯულიან მური) ნუგეშს ელის, ის კი თავად იტანჯება ცხოვრების აზრის პოვნის პროცესში.

ინგლის-გერმანიის ომში დაჭრის შედეგად სერ კლიფორდ ჩატერლი ნაწილობრივ პარალიზებული იყო და ამიერიდან იძულებული გახდა ინვალიდის ეტლით გადაადგილება. მისმა ამ მდგომარეობამ შეუძლებელი გახადა ნორმალური სექსუალური ურთიერთობა მის მშვენიერ ახალგაზრდა მეუღლესთან კონსტანსთან. კონის (ასე სიყვარულით ეძახდა მის ცოლს ჩატერლი) უყვარდა ქმარი და მზად იყო მისი ერთგული დარჩენილიყო, ინვალიდზე ზრუნვა. გააცნობიერა, რომ ახალგაზრდა ქალის არსებობა სექსის გარეშე ნორმალური არ არის, სერ კლიფორდმა კეთილშობილურად დაუშვა მას, თუ შესაფერისი მამაკაცი იპოვეს, შეყვარებული ჰყოლოდა.