ჯერი მაგუაერი სპორტული აგენტია, რომელსაც სააგენტოდან გაანთავისუფლებენ ხელმძღვანელობის კრიტიკის გამო. ის გადაწყვიტავს საკუთარი ფირმა შექმნას. მხოლოდ ორ ადამიანს სჯერა მისი - მასზე შეყვარებულ დოროთისა და როდ ტიდველს. ყველაფერი კარგად იქნებოდა , რომ არა მისი ყოფილი კოლეგები. რაც მთავარია ჯერიმ იცის, თუ ის წააგებს შემდეგ ფეხზე დადგომა ძალიან ძნელი იქნება და ის დათმობას არ აპირებს.
სწრაფ ედის, ვირტუოზ ბილიარდის მოთამაშეს, თანაბარი არ ჰყავს მწვანე მაგიდასთან. სხვებისთვის ეს გასართობია, მისთვის სერიოზული სამუშაო და დიდი ფულია. მას ჰყავს კონკურენტი, ახალბედა ვინსი, რომელსაც აქვს ყველაფერი, რაც უნდა მოიგოს: ნიჭი, იღბალი და მომხიბვლელი შეყვარებულის მხარდაჭერა, მაგრამ მას აკლია ოსტატის ხელწერა. ედი ხდება მისი მენტორი და ასწავლის ამომავალ ვარსკვლავს დიდი თამაშის სირთულეებს. მწვანე ტილოზე, ფულის ფერი, ბედის პირისპირ..