რეიჩელი წერს კულინარიულ წიგნებს, რომლებიც დიდი ტირაჟით გამოიცემა, გულში კი მალულად შვილზე ოცნებობს... ის მარკია - ჟურნალისტი ვაშინგტონიდან. მათ ერთმანეთი სწორედ მაშინ გაიცნეს, როდესაც სიყვარულზე და ოჯახის შექმნაზე ხელი ჩაქნეული ჰქონდათ...
მოგზაურობისას ინდოეთით მოხიბლული ახალგაზრდა ავსტრალიელი რუთ ბერონი გადაწყვეტს ამ ქვეყნის წეს-ჩვეულებებით იცხოვროს. დადარდიანებული ოჯახი ამერიკელ ექსპერტს ქირაობს, რათა მან ზომბირებული გოგონა მდგომარეობიდან გამოიყვანოს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნოს. მაგრამ ავსტრალიაში ჩამოსული პი ჯეი უოტერსი მალევე ხვდება, რომ ბრძოლას აგებს.