შარლოტა ჰოლისი არის მოხუცი განდგომილი, რომელსაც საშინელი მოგონებები და საშინელი ჰალუცინაციები აწუხებს. ის ცხოვრობს ლუიზიანას უდაბნოში ძველ სასახლეში, სადაც მისი საქმრო მოკლეს და თავი მოკვეთეს 37 წლის წინ და თავად იყო ეჭვმიტანილი მკვლელობაში. ახლა სამკვიდრო დანგრევას აპირებს და შარლოტა სთხოვს ბიძაშვილ მირიანს, რომელიც ვირჯინიაში ცხოვრობს, მისვლას და დახმარებას. მაგრამ მირიანის მოსვლასთან ერთად ხილვები მხოლოდ ძლიერდება და შარლოტას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა.

ძმები მენტლები - აბსოლუტურად იდენტიური ტყუპები არიან. ორივენი ექიმები არიან და ერთად მუშაობენ. ელიოტი ბევზე გამოცდილად აცდუნებს ქალებს და სიამოვნებით ჩუქნის ძმას თავის საყვარლებს, რომლებიც ვერც ვერაფერს ხვდებიან. მაგრამ, როდესაც მათ კლინიკას კინოვარსკვლავი კლერი ეწვევა, მორიდებულ ბლევს ის პირველს შეუყვარდება. კლერი გაუცნობივრად ორივე ძმასთან იწყებს შეხვედრებს.

ყოფილ ფედერალურ აგენტ უილ გრეჰემს, რომელიც ერთხელ თავად ძლივს გადაურჩა სასტიკი ჰანიბალის,ეგრედწოდებული "კანიბალის" კლანჭებს, კვლავ უწევს მასთან ურთიერიერთობა. როგორც ირკვევა, ახლა მხოლოდ ლექტერს შეუძლია დაეხმაროს გამოძიებას ახალი სერიული მკვლელის, ფრენსის დოლარჰაიდის დაჭერაში. მაგრამ რამდენად სანდოა ასეთ ადამიანთან თანამშრომლობა?