იტალია, მე-16 საუკუნე. მდიდარ ვაჭარს ჰყავს ორი გასათხოვარი ქალიშვილი. უმცროს ქალიშვილს ბევრი მთხოვნელი ჰყავს, მაგრამ ტრადიციის თანახმად ის ვერ გათხოვდება უფროსს დაზე ადრე. თავისებური ხასიათის მქონე კატარინაზე დაქორწინების მსურველები კი არ ჩანან. და აი ქალაქში ჩამოდის უცნობი სახელად პეტრუჩიო და იღებს გადაწყვეტილებას მოარჯულოს ჭირვეული ქალიშვილი. შექსპირის ეკრანიზაცია.

დრამატურგ ნილ საიმონის მიერ დაწერილი ოთხი ნოველა ბევერლი ჰილზის სასტუმროს ნომრის სტუმრების შესახებ. ჩონსი და უილიამსი ყოველთვის წინააღმდეგობაში არიან თავიანთ ცოლებთან. ჰანა უორენი ყოფილ ქმართან და ქალიშვილთან ერთად აგვარებს საქმეს.